თაკო ქობულაშვილი რამდენიმე თვის წინ ესპანეთში სასწავლებლად წასვლის სურვილით იბერიას დაუკავშირდა
ამჟამად უკვე ბურგოსში ცხოვრობს და უნივერსიტეტში ესპანურ ენას სწავლობს. ცხოვრების ახალი ეტაპით ძალიან ბედნიერია.

ამჟამად უკვე ბურგოსში ცხოვრობს და უნივერსიტეტში ესპანურ ენას სწავლობს. ცხოვრების ახალი ეტაპით ძალიან ბედნიერია.
„იბერიის შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით შევიტყვე, თუმცა იმ მოცემული მომენტისათვის არ მომეცა საშუალება ჯგუფურ გაკვეთილებს დავსწრებოდი.
გარკვეული დროის შემდეგ ამავე ცენტრის გვერდზე ვნახე პოსტი ერთ-ერთ სტუდენტზე, რომელიც რამდენიმე დღის ჩამოსული იყო ესპანეთში და ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე გარკვევა, როგორ შეიძლებოდა მეც მოვხვედრილიყავი ესპანეთში.
ქ.ნ ქეთის თითქმის ყოველ დღე ვესაუბრებოდი და აი ასე აღმოვჩნდი ბურგოსის უნივერსიტეტში დაახლოებით პოსტის ნახვიდან 2 კვირაში, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.
სულ ვფიქრობდი ესპანეთში თუნდაც 6 თვით ცხოვრებაზე, თუმცა გაცილებით უკეთესი შანსი მომეცა. იბერიამ კიდევ ერთი შესაძლებლობა მომცა ცხოვრების მრავალფეროვნების შესაგრძნობად.
მე პირადად ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქროტად მივიჩნევ ადამიანების განვითარებასა და მათი აზროვნების თავისუფლებაში.
ესპანელებს აქ ჩამოსვლამდეც ვიცნობდი და მყავს კიდეც ბევრი კარგი მეგობარი, ამიტომ ჩამოსვლისას დიდი კულტურული შოკი არ მიმიღია.
ძალიან კეთილი ხალხია, ჩემს გარშემო უნივერსიტეტის ლექტორებით დაწყებული, ადგილობრივებით დასრულებული. რაც შეეხება ახალგაზრდებს, რომლებიც ესპანეთისაკენ აპირებენ გამომგზავრებას ვუსურვებ პირველ რიგში წარმატებას, სილაღეს, რადგან ეს ქვეყანა ამისთვისაა შექმნილი.
ბევრი ბედნიერი და მომღიმარე სახე შეგხვდებათ ქუჩაში სიარულისას, რაც სამწუხაროდ ხანდახან საქართველოში გვაკლია.
ქართველებთან თუ რაიმეთი გავაიგივებთ ეს ხმაურია პირველ რიგში, ომახიანი საუბრის ტემბრით.
ასე რომ, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ და დატკბით მოცემული მომენტით.“
თაკო ქობულაშვილი