ერთკვირიანი სასწავლო მოგზაურობა სიგუენსაში

ერთკვირიანი პროგრამები განკუთვნილია ჩვენი პარტნიორი სკოლებისთვის, სადაც ესპანურს ასწავლიან და სურთ ორგანიზება გაუწიონ სასწავლო მოგზაურობას ესპანეთში.

ერთკვირიანი სასწავლო მოგზაურობა სიგუენსაში

კურსის მიზანი:

ერთკვირიანი პროგრამები განკუთვნილია ჩვენი პარტნიორი სკოლებისთვის, სადაც ესპანურს ასწავლიან და სურთ ორგანიზება გაუწიონ სასწავლო მოგზაურობას ესპანეთში. ამ გზით, მოსწავლეები გაკვეთილების, ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრების და კულტურული ექსკურსიების საშუალებით აუმჯობესებენ ესპანურის ცოდნას და ეცნობიან ესპანურ კულტურასა და ტრადიციებს.

პროგრამის მიზანია, რომ მათ გაატარონ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ერთი კვირა სიგუენსას ულამაზეს კასტილიურ ქალაქში.

სიგუენსა არის დაახლოებით 5,000 მოსახლიანი ქალაქი, რომელიც მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობით. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობებია: საკათედრო ტაძარი, ეპისკოპოსის სასახლე, ციხე-დარბაზი, მთავარი მოედანი და სხვა ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ქმნიან ულამაზეს შუასაუკუნოვან ძველ ქალაქს.

ქალაქი მდებარეობს ესპანეთის ცენტრში, კასტილია-ლა მანჩას რეგიონში, გუადალახარას პროვინციაში. სიგუენსაში ჩასვლა მარტივია, რადგან ის მხოლოდ საათ-ნახევრითაა დაშორებული მადრიდის აეროპორტიდან.

სიგუენსა არის საგანმანათლებლო ქალაქი, სადაც მოსახლეობის მეხუთედს სტუდენტები და მოსწავლეები შეადგენენ, რადგან აქ მდებარეობს სხვადასხვა სკოლა, ინსტიტუტი და ინტერნატი. ეს არის უსაფრთხო და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ადგილი, რაც მას იდეალურ გარემოდ აქცევს მოზარდებისთვის ესპანურის შესასწავლად.

გაკვეთილები:

გაკვეთილები ტარდება ისტორიულ ცენტრში მდებარე ერთ-ერთ გამორჩეულ შენობაში.

სწავლის პროცესი მოიცავს სამ დღეს, თითოეული გაკვეთილი ტარდება დილით და გრძელდება ხუთი საათი.

ეს არის სპეციალურად მორგებული გაკვეთილები, რომლებიც მომზადებულია იმ სკოლის მოთხოვნების შესაბამისად, საიდანაც მოსწავლეები ჩამოდიან. მასწავლებლები გვიგზავნიან სასწავლო წიგნს, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იყენებენ გაკვეთილებზე, და გვაცნობებენ, რომელ საკითხებზე სურთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ.

ამ ინფორმაციის საფუძველზე ვამზადებთ დინამიკურ და აქტიურ გაკვეთილებს, რათა მოსწავლეებმა სახალისო და საინტერესო გზით გაიმეორონ და პრაქტიკაში გამოიყენონ უკვე ნასწავლი მასალა. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ზეპირი კომუნიკაციის უნარებზე და ესპანური კულტურის ასპექტებზე.

სასწავლო კურსის ბოლო დღეს მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მოსწავლეებს ურიგდებათ უფასო სამგზავრო ბილეთები და სურვილის მიხედვით სტუმრობენ სხვადასხვა,გარშემო მდებარე ქალაქებს (მადრიდი,ალკალა,გვადალახარა)

საცხოვრებელი ადგილობრივ ოჯახებში ან სასტუმროს ტიპის ალბერგებშია (არჩევით)

პროგრამის ფასია 520 ევრო.